Мой сайт
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
 
ორშაბათი, 2024/10/14, 17:23:17
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 32
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » ივლისი » 04

მინდა შემოგთავაზოთ ჩემი სტატია რომის იმპერიის მთავარ საბრძოლო ერთეულზე, ლეგიონზე:


რომაული არმიის სტრუქტურა საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა. მსოფლიო ისტორიის მანძილზე ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრუქტურა. აქ მკაცრი დისციპლინა და წესრიგი სუფევდა. თითოეულ საჯარისო ერთეულს თავის დანიშნულება გააჩნდა და ბრძოლაში ადგილს გეგმის მიხედვით იკავებდა. რომაული არმია ლეგიონებად იყოფოდა. ეს სამხედრო დანაყოფი ყველაზე სრულყოფილი და კარგად ჩამოყალიბებული იყო და განსაზღვრული რაოდენობის და სხვადასხვა სახეობის ჯარებს აერთიანებდა.

რესპუბლიკის საწყის პერიოდში არმიას მარტივი სტრუქტურა ჰქონდა. ჯარისკაცები ცენტურიებად იყვნენ დაყოფილნი. ყოველ ცენტურიაში დაახლოებით 80-100 მეომარი შედიოდა. მოგვიანებით, როცა არმია გაიზარდა, ჯარისკაცები გაცილებით უფრო დიდ სამხედრო ერთეულებად, კოჰორტებად და ლეგიონებად დაიყო. კოჰორტაში 450-500 კაცი შედიოდა, ხოლო ლეგიონში 4500-6000(ერთ ლეგიონში 10 კოჰორტა იყო). ამას გარდა კოჰორტები და ლეგიონები იყოფოდნენ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1222 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

პირველი ინფორმაციები, სპარსეთის ელიტარული არმიის შესახებ გვხვდება ანტიკურ, ბერძნულ წყაროებში. ჰეროდოტე მათ მოიხსენიებს როგორც "ათიათასს”. ძველ სპარსულ წყაროებში მათ შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება და ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ქონდეს: სპარსელ მემატიანეებს ამის უფლება არ ქონდათ; წყაროები განადგურდა; ან ბერძნებს ზედმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდათ მათზე , რადგან ისინი არასოდეს ნებდებოდნენ, არ იღლებოდნენ და მათი რიგები არასოდეს მცირდებოდა.

”ათიათასი” იგივე ” უკვდავები” წარმოადგენდნენ სპარსეთის არმიის მძიმე ინფანტერიას, რომელთა რიცხვი ყოველთვის 10000 იყო, რადგან ყოველ მოკლულს , მძიმედ დაჭრილს ან ავადმყოფს ენაცვლებოდა ახალი, ჯანსაღი მეომარი, რის გამოც მათი რაოდენობა და სიძლიერე არ მცირდებოდა. ჯარისკაცების შერჩევა ამ ელიტარული დანაყოფისთვის ხდებოდა გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. მებრძოლი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სპარსელი და წარმოშობით უნდა ყოფილიყო სპარსეთის ერთი კონკრეტული პროვინციიდან, სხვებს ამ დანაყოფში მოხვედრის უფლება არ ქონდათ. მშ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1232 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

მოსახლეობა: 6 336 000.

სამხედრო ბიუჯეტი 9 მლრდ/დოლარი. (2003).
რეგულარული არმია 163 500 . რეზერვი 425 000 . გასამხედროებული ფორმირებები 8 050 . კომპლექტაცია:გამოძახებითი. სამსახურის ვადა; მამაკაცები- 36 და ქალები- 21 . სამობილიზაციო რესურსი 1,500 000.

სახმელეთო ძალები..
რაოდენობა: 120 000 . 3 ტერიტორიული სამმართველო, საზღვრის დაცვის სამმართველო, 3 საკორპუსო შტაბი, 3 ჯავშანსატანკო დივიზია, 3 საზღვრის დაცვის ქვეითთა დივიზია, 2 სადივიზიო შტაბი, 4 მოტორიზირებული ქვეითთა ბრიგადა, 3 რეაქტიული არტილერიის დივიზიონი. რეზერვი: 8 ჯავშანსატანკო და აერომობილური დივიზია, 10 ქვეითთა ბრიგადა.

შეიარაღება: 3 930 ტანკი (1 280 მერკავა, 900 M60A1/3, 800 ცენტურიონი, 250 М48А5, 200 Т-55, 100 Т-62, 400 Мага-7), 5 500 საბრძოლო ჯავშან მანქანები, 400 БРМ, 520 ბუქსირებადი არტილერია კალიბრი- 105, 122, 130 და 155 მმ, 855 თვითმავალი ჰაუბიცა კალიბრი- 105, 155, 175 და 203 მმ, 198 РСЗО, 6 470 ნაღმტყორცნი (5 000 – კალიბრი 60 მმ, 700 – 81 მმ, 5 ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1104 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

მოსახლეობა 22,145 მილიონი. სამხედრო ბიუჯეტი1,6 მილიარდი დოლარი. (2003). რეგულარული არმია 1,082 მილიონი ადამიანი. რეზერვი 4,7 მილიონი ადამიანი. გასამხედროებული ფორმირებები (უშიშროების ქვედანაყოფები) 189 000. კომპლექტაცია: გამოძახებით. სამხედრო სამსახურის ვადა: სახმელეთო ძალები- 5-12 წელი, სამხედრო საჰაერო ძალები – 3-4 წელი, სამხედრო საზღვაო ძალები – 5-10 წელი. სამობილიზაციო რესურსი 6 მილიონი ადამიანი.


სახმელეთო ძალები: 950 000. 20 კორპუსი (ჯავშანსატანკო, 4 მექანიზირებული, 12 ქვეითთა, 2 საარტილერიო, დედაქალაქის დამცავი ძალები), 27 ქვეითი დივიზია, 15 სატანკო, 14 მექანიზირებული ბრიგადა, ოპერატიულ-ტაქტიკური რეაგირების ბრიგადა, 21 საარტილერიო ბრიგადა და 9 РСЗО, სარაკეტო პოლკი ТР. 10 სნაიპერების ბრიგადა , 12 მსუბუქი ქვეითი ბრიგადა, 17 სადაზვერვო და საჰაერო-სადესანტო ბატალიონი , «დაზვერვის ბიურო СпН» (8 ბატალიონი). რეზერვი: 58 ქვეითი ბრიგადა. შეიარაღება: 30 ოპერატიულ/ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარი, 24 ტაქტიკური რაკეტების გამშვე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1045 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

,,ბისმარკი”… გერმანული სახაზო ლინკორის ისტორია…


,,ბისმარკი”-ეს იყო ფაშისტური გერმანიის სახაზო ხომალდი. სახელი დაერქვა გერმანიის პირველი კანცლერის ოტო ბისმარკის საპატივცემულოდ. თავისი პირველი(და უკანასკნელი) გასვლისას 1941 წლის მაისში ჩაძირა ინგლისური სახაზო კრეისერი,ბრიტანეთის საზღვაო ძალების ფლაგმანი ,,ჰუდი”(ინგ.HMS Hood),3 დღის შემდეგ დაიწყო მასზე ნადირობა და დასრულდა მისი ჩაძირვით…

ბისმარკის კილის(ხერხემალსაც ეძახიან ავტ.) აწყობა დაიწყო ჰამბურგში 1936 წლის 1 ივლისს. ხომალდი წყალში ჩაუშვეს 1939 წლის 14 თებერვალს ,,სიყვარულის დღეს” (არ აკლდათ ფაშისტებს რომანტიკა :kiss: ). წყალში ჩაშვებას თვით ფიურერიც ესწრებოდა,ასევე ბისმარკის შვილიშვილი დოროტეა ფონ ლევენფელდი,რომელმაც ტრადიციულად შამპანურის გატეხვით აღნიშნა ხომალდის ჩაშვება წყალზე. ხომალდის მეთაურად დაინიშნა პირველი რანგის კაპიტანი ერნსტ ლინდემანი.



,,ბისმარკზე” დიდ იმედებს ამყარებდნენ გერმანელები,რადგან იმ დროისათვის მას თავის კლასსში ბადალი არ მოეპოვებოდა. ი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1247 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

არბალეტი


არბალეტი (სამალი, კონდახიანი მშვილდი) _ მსროლელი იარაღის სახეობა, მექანიკური მშვილდ-ისარი.
არბალეტი, როგორც წესი, ჩვეულებრივ მშვილდ-ისარს ბევრად ჯობნის სიზუსტესა და დარტყმის ძალაში, მაგრამ სამაგიეროდ ჩამორჩება ამ უკანასკნელს სროლის რადიუსში და სისწრაფეში. მშვილდით სროლის დახელოვნებას დიდი დრო სჭირდება, ხოლო არბალეტი შეიძლება რამდენიმე დღეში საფუძვლიანად აითვისო. არბალეტს სპეციალური ისრები, ბოლტები ესაჭიროება, რომელიც მშვილდის ისარზე მოკლეა, მაგრამ უფრო მტკიცე და მძიმეა. ომში იყენებდნენ როგორც ჩვეულებრივ ხელით სასროლ არბალეტს, ასევე მძიმე, უზარმაზარ არბალეტებს, რომელიც რომაული ბალისტის მსგავსი იყო.

არბალეტის მთავარი ნაწილი კოვზია, რომელშიც მაგრდება ისრის გამშვები მექანიზმი. კოვზის წინ ამოჭრილი იყო ისრის ჩასადები ღარი, ხოლო უკანა ნაწილი კონდახს წარმოადგენდა. არბალეტის ლარის დაჭიმვა ძალიან რთულია, ამიტომ ხშირად მისი ბოლო დახვეული იყო ხის ნაწილზე, რომელიც კონდახის ბოლოს მაგრდებოდა და ჯარისკაცს შეეძლო სახელურებით დაეტრ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1094 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

ძვ.წ 53 წელის გალიის უდიდესი ნაწილი რომაელების მიერ იყო ოკუპირებული, მთელ ქვეყანაში კეისრის გარნიზონები იდგნენ და სიმშვიდეს იცავდნენ . ლეგიონები ბანაკებში ისვენებდნენ და სიმშვიდით ტკბებოდნენ, კეისარი კი რომში პოპულარობას იხვეჭდა თავისი გრანდიოზული ლაშქრობებით გალიაში, გერმანიაში და ბრიტანეთში. რომაელები მას უკვე პირველ სარდლად თვლიდნენ და ხალხის უმეტესობა კეისარს ემხრობოდა. ძვ.წ 53-52 წ. ზამთარში გალებმა დაიწყეს აქამდე არნახული, უდიდესი აჯანყება, რომელიც გალიის ისტორიაში ოდესმე ყოფილა. ისინი მიხვდნენ, რომ ცალ-ცალკე ტომებად დაყოფილებს რომაელები ადვილად მოსპობდნენ და დაიმონებდნენ, ამიტომ ამჯერად ერთად შეიკვრნენ არვენარების ტომის მეფის, ვერცინგეტორიქსის მეთაურობით და კეისრის ლეგიონებს შეუტიეს.


აჯანყების გეგმა სწორედ მაშინ შედგა, როდესაც რომში ცნობილი პოლიტიკოსი, პუბლიუს კლოდიუსი მოკვდა და კეისრის ყურადღებაც იქითკენ იყო მიპყრობილი. აჯანყებულთა მთავარ ძალას კარნუტთა ტომი წარმოადგენდა, რომელიც გალიის ცენტრში მოსახლეობდა და საკმაოდ ვრ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1013 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

კოჯრის თავზე დაფლეთილი თეთრი დროშა ფრიალებდა,

კვინიტაძის ზარბაზნები ისროდა და ღრიალებდა…….

გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე (ჩიქოვანი)-გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, პირველი ქართული სამხედრო სასწავლებლის–კადეტთა კორპუსის დამაარსებელი.

დაიბადა დაღესტანში 1874 წელს. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს ოფიცრის ჩინით დაიწყო სამხედრო სამსახური ვლადიკავკაზში. 1904 წელს თავისი სურვილით მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914–1918) დროს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე–4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. არზრუმის ციხის აღებისას გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა წმ.გიორგის ორდენით, მიენიჭა გენერალ–მაიორის წოდება.1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაც ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1058 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

კარდინალი რიშელიე მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი, ცბიერი დიპლომატი იყო. მან საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთის ჰეგემონობას ევროპაში.


არმან ჟან დიუ პლესი კარდინალი დე რიშელიე გამოჩენილი ფიგურაა მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში. მან პრაქტიკულად საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთის ჰეგემონობას ევროპაში და ბოლო მოუღო ჰაბსბურგების ძლიერებას. სწორედ რიშელიეს შორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ განაპირობა საფრანგეთის გამარჯვება 30-წლიან ომში და შემოუერთა მას მეტად მნიშვნელოვანი ტერიტორიები.

რიშელიე არც თუ ცნობილი გვარის წარმომადგენელი იყო. მამამისმა სახელი უფრო იმით გაითქვა, რომ თავისი ძმის მკვლელი დუელში კი არ გამოიწვია, არამედ საფრიდან მოკლა, რის შემდეგაც პოლონეთში გაიქცა ანრი ვალუასთან (იმ პერიოდში პოლონეთის მეფესთან, მომავალში საფრანგეთის მეფე ანრი III). შემდგომში ის ანრი IV-ის მრჩეველიც გახდა, მაგრამ ნაადრევად გარდაიცვალა. რიშელიეს სულაც არ იზიდავდა სასულიერო კარიერა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად მოუწია, ოჯახური ინტერესებიდან გამომდინარე, აბატად გახდომა ( ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2839 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

კირასირები( ზუსტი თარგმანით "აბჯროსნები”)-მძიმე კავალერიის სახეობა. კირასირები ეწოდათ ტანის დამცავი მძიმე აბჯრის, კირასის გამო, რომელსაც ისინი ბრძოლაში იცმევდნენ. კირასირი, როგორც ჯარის სახეობა XVI საუკუნეში გაჩნდა ევროპაში, როგორც მძიმე კავალერია, რომელსაც რაინდული ცხენოსნობა უნდა შეეცვალა.


კირასირთა აბჯარი თავდაპირველად სხეულის 2/3 ფარავდა. თავიდან მუხლებამდე. XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნეში კირასირთა აბჯარი მხოლოდ ტანს და თავს იცავდა. კირასირთა მთავარი იარაღი რაინდული ხმალი იყო, რომელიც შემდეგ მძიმე დაშნამ შეცვალა. კირასირთა ცხენები სხვა კავალერიისგან განსხვავებით უფრო მძიმეები და გამძლეები იყვნენ, რათა მებრძოლის აბჯრის სიმძიმისთვის გაეძლოთ. კირასირთა კორპუსში სამსახური ძალიან რთული იყო და იქ მხოლოდ ღონიერ და გამძლე ჯარისკაცებს იღებდნენ. კირასირის მინიმალური სიმაღლე 170-180 სმ იყო. ოცდაათწლიანი ომის დასაწყისში კირასირები მტერს ხმლებით არ ებრძოდნენ, ისინი მხოლოდ უახლოვდებოდნენ მათ და დამბაჩებიდან ესროდნენ, მაგრამ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 957 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

„ევროპა უნდა გაწითლდეს!"

1943 წელს ჯერ სტალინგრადთან, შემდგომ კი კურსკის რკალზე მოპოვებული დიდი გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა კავშირის სტრატეგიული უპირატესობა მეორე მსოფლიო ომში უკვე აღარავითარ ეჭვს აღარ იწვევდა. ყველა მიხვდა, რომ ფაშიზმის დამარცხება უკვე დროის ამბავი იყო. ფაშისტმა დიქტატორმა მეორე მსოფლიო ომში პოლიტიკური მეთოდების გამოყენება სცადა და სტალინს თავისი დიპლომატები გამოუგზავნა. აგვისტოს მიწურულს, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მონელებული კურსკის მარცხი, ჰიტლერის ემისრებმა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისარიატს დიპლომატიური არხებით შეატყობინეს, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე სურდათ დალაპარაკება და მოსკოვში ჩამოსვლის ნებართვა ითხოვეს.

ფაშისტთა ეს თხოვნა მოლოტოვმა სასწრაფოდ სტალინს გადასცა: „ჩამოვიდნენ, – ერთმნიშვნელოვნად თქვა დიდმა ბელადმა, – თუმცა, მშვენივრად ვიცი, რა უნდათ მაგ ვაჟბატონებს". სტალინმა ჩიბუხის ტარი ულვაშებზე ჩამოისვა და დასძინა: „ჰიტლერი ჩვენმა ძლიერებამ შეაკრთო, ჩვენმა გამარჯვებებმა მას ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1032 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

სუნ ძი ისწავლება მოსფლიოს ყველა სამხედრო სასწავლებელში. მისი სახელგანთქმული წიგნი "ომის ხელოვნება”, კარლ ფონ კლაუზევიცის წიგნთან "ომის შესახებ” ერთად ყველაზე სრულყოფილ სამხედრო სახელმძღვანელოდ ითვლება.


ჩინელი ავტორი, სამხედრო სტრატეგი, მართალია ქრისტეს შობამდე ცხოვრობდა, მაგრამ მისი იდეები ომის წარმოების შესახებ მაინც ითვლება უნიკალურად და მას სათანადო ყურადღებას უთმობენ, თუნდაც ისეთ სასწავლებელში, როგორიც "ვეს პოინტის” სამხედრო სასწავლებელია. წიგნი დაიწერა ძვ.წ. VI საუკუნეში და შედგება 13 თავისაგან.

….
"არის ხუთი ფაქტორი, რომლთაგან შეიძლება გამარჯვების შეცნობა:
1. გაიმარჯვებს ის, ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის – არა.
2. გაიმარჯვებს ის, ვისაც ესმის, როგორ გამოიყენოს მეომართა დიდი და მცირე რაოდენობა.
3. გაიმარჯვებს ის, ვის უმაღლეს მეთაურობასა და რიგით მეომრებსაც მსგავსი სურვილები ამოძრავებს.
4. გაიმარჯვებს ის, ვინც გამზადებული გაუმზადებელს დაელოდება.
5. გაიმარჯვებს ის, ვ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1348 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

ისრაელის სპეცსამსახურების შესახებ ეხლახან იყო პოსტი მე კი ამ პოსტში შემოგთავაზებთ მოსადიზე უფრო დაწვრილებით ინფორმაციას


მოსადი მართლა სამაგალითოა, სხვათაშორის ბევრი გახმაურებული ფაქტებია მოსადის შესრულებული საქმეებიდან.

საფრანგეთის ერთ-ერთი პორტიდან 1967 წელს დე გოლმა ემბარგო დაადო იარაღის ისრაელში გატანას, ასევე აღარ გადასცა ისრაელს უკვე ნაყიდი სარაკეტო კატარღები ამის მერე მოსადმა შეიმუშავა გეგმა და გადაწყვიტეს რომ შერბურის პორტიდან გაეტაცათ ეს კატარღები, იმიტომ რომ ფული უკვე გადახდილი ქონდათ.

ათობით ებრაელი მეზღვაური ჩავიდა საფრანგეთში ტურისტულად, მანამდე მოსადის ხალხს უკვე კარგად ქონდათ დაზვერილი ფრანგების პორტი და გეგმაც ქონდათ გატაცების, მაგ დღეს რაღაც დღესასწაული იყო საფრანგეთში და პორტშიც ყურადღება მოდუნებული ქონდათ ფრანგებს, მაგით ისარგებლეს ებრაელებმა და გაიტაცეს 5 კატარღა ასე უბრალოდ და წყნარად გაიყვანეს თავის საკუთრება.

ერთი საათის მერე კი დაიწყეს გაკრიტიკება და ბრალდებები ფრანგებმა, მარა ებრაელებ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1142 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

პირველი ფეთქებადი ნივთიერება ჩინეთში გამოიგონეს. შემადგენლობით ის თანამედროვე კვამლიან დენთს ძალიან წააგავდა და ცეცხლგამჩენ საშუალებად გამოიყენებოდა. მოგვიანებით დენთის საიდუმლოს ინდოელები და აარაბები ეზიარებიან. არაბებმა დენთში გამტყორცნი თვისება აღმოაჩინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და კერძოდ ზარბაზნის შესაქმნელად გამოიყენეს. XIII-XIV საუკუნეებში მოღვაწე არაბ მწერალ შამს-ედ-დინ მაჰომედს აღწერილი აქვს რკინის მილი დახშული ძირით, რომელშიც დენთი იყრებოდა და ფალიის ნხვრეტიდან გაცხელებული მავთულით ცეცხლი ეკიდებოდა. მილი სფერულ ტყვიებს და ისრებს ისროდა.


არაბული ზარბაზნის ლულა რკინის ორი ნაჭრისგან იჭედებოდა და შემდეგ ორივე ნახევარს სიგრძეზე ერთმანეთთან მირჩილვით აკავშირებდნენ. მეტი სიმტკიცისათვის დამატებითი რკინის სალტეებით იკვრებოდა. ამგვარი ზარბაზნები არაბებმა 1118 წელს სარაგოსის ალყის დროს გამოიყენეს. არაბეთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ევროპაში შემოვიდა. 1326 წელს მისი ნიმუშები ჯერ იტალიაში, ორი წლის შემდეგ საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1410 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გენერალი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. საქართველოს უკანასკნელი დაუმარცხებელი გენერალი…

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1871 წელს კასპის რაიონის სოფ. სასირეთში. წარმოშობით მათი გვარი მესხეთიდან ყოფილა, რასაც თურქების მიერ შედგენილი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარიც" ადასტურებს. მამა, ივანე მაზნიაშვილი, გიორგის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა და რადგანაც ეს პატარა გიორგის სურვილიც იყო, იგი თბილისის იუნკერთა სასწავლებელში შეიყვანეს. სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ გიორგიმ მეფის არმიაში დაიწყო სამსახური. თავი გამოიჩინა რუსეთ–იაპონიის 1904–1905 წლების ომში.

შემდეგ იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც დაიჭრა და პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. აქ მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში გენერალი იმპერატორმა ნიკოლოზ II–მ ინახულა და იმპერიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ჯვარი გადასცა, შემდეგ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1121 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/04 | კომენტარი (0)

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024