მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ აშშ_ის წინააღმდეგ დაიწყო კამიკაძეების (თვითმკვლელი მფრინავების) გამოყენება.ეს სტატია სწორედ ამ მოვლენას ეხება.
"კამიკაძე” იაპონური სიტყვაა და "ღვთაებრივ ქარს” ნიშნავს.1274 და 1281 წელს იაპონიის დაპყრობა ორჯერ სცადა მონღოლეთის ძლევამოსილმა იმპერიამ.მონღოლთა ფლოტი იაპონიის ნაპირებს უახლოვდებოდა,სწორედ ამ დროს კი მათ თავს ტაიფუნი დაატყდათ,რის შედეგადაც ფლოტი განადგურდა.იაპონელებმა ეს ხსნა ღმერთს დაუკავშირეს და ამ ტაიფუნს სახელად "კამიკაძე” შეურჩიეს.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი ეს სიტყვა ტრანსფორმირდა და იქცა თვითმკვლელ მფრინავთა აღმნიშვნელ ტერმინად.
მეორე მსოფლიო ომში იაპონია აქტიურად ჩაერთო.მათი განზრახული ჰქონდათ წყნარი ოკეანის მთლიანი ოკუპაცია.მათ 1941 წელს პირველი საჰაერო იერიში მიიტანეს პერლ-ჰარბორის ამერიკელ ბაზაზე.ამერიკელთათვის ეს თავდასხმა მოულოდნელობა აღმოჩნდა და მსხვერპლი კატასტროფული აღმოჩნდა.
შემდეგი ნაბიჯი იყო შეტევა ფილიპინებისა და ავსტრალიის მიმართულებით.იაპონელ
...
კითხვის გაგრძელება »