Мой сайт
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
 
ორშაბათი, 2024/10/14, 17:14:48
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 32
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » ივლისი » 06

"ჩვენი ცდებით დადგინდა, რომ მსგავს პირობებში ადამიანის გამძლეობა მტრედის გამძლეობის ტოლია. იმ პირობებში, როდესაც მტრედი იღუპება, იღუპება ადამიანიც…ექსპერიმენტები ეწყობოდა ადამიანის ორგანიზმის გაუწყლოვანებაზეც: ამისთივს ადამიანებს დაბალი ტენიანობის ცხელ ოთახში ათავსებდნენ. ტემპერატურის მატებასთან ერთად ადამიანი სულ უფრო და უფრო ოფლიანდებოდა. მას არ ასმევდნენ წყალს, ვიდრე მთლიანად არ გამოშრებოდა და მუმიად არ იქცეოდა. ამის შემდეგ სხეულს აწონიდნენ. ცდების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ორგანიზმში წყალი შეადგენს 78%–ს.

საიმპერატორო საჰაერო ძალების შეკვეთით, ექსპერიმენტები ეწყობოდა დიდ სიმაღლეებზე ადამიანის გამძლეობის ზღვრის დასადგენად. თვითმხილველი მოგვითხრობს: "ვაკუუმის ბაროკამერაში მოათავსებდნენ ადამიანს, საიდანაც ნელ-ნელა ამოტუმბავდნენ ჰაერს. გარეგანი და შინაგანი წნევის განსხვავებულობის გამო, მსხვერპლი თვალებს გადმოკარკლავდა, შემდეგ სახე გაუსივდებოდა, სისხლძარღვები გველის სიმსხო გაუხედებოდა, ხოლო სწორი ნაწლავი ცოცხალი არსებასავით გა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1509 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/06 | კომენტარი (0)

"ჩვენი ცდებით დადგინდა, რომ მსგავს პირობებში ადამიანის გამძლეობა მტრედის გამძლეობის ტოლია. იმ პირობებში, როდესაც მტრედი იღუპება, იღუპება ადამიანიც…მეორე მსოფლიო ომი – ეს ის თემაა, რომელსაც არაერთი მხატვრული თუ სამეცნიერო ნამუშევარი მიეძრვნა. როგორც წესი, წერდნენ გერმანელებზე, რუსებზე, ამერიკელებზე, დასავლეთ ევროპელებზე და ა.შ. უფრო ნაკლები იწერებოდა იაპონიაზე, აგრესორთა მხარის ერთ–ერთ წარმომადგენელზე. უკვე 65 წელი შესრულდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, მაგრამ ამ მოვლენასთან დაკავშირებული ფაქტები დღემდე არ კარგავს საზოგადოების იტერესს. იაპონელი სამხედრო დამნაშავეები, ისევე როგორც გერმანელი ნაცისტები, საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ. მაგრამ, საინტერესოა, რომ გერმანელებისაგან განსხვავებით, მათ სხვადასხვა ქვეყანაში და განსხვავებული მიდგომებით ასამართლებდნენ. ერთი პროცესი ომის დარულებიდან პირველივე წელს ტოკიოში გაიმართა, ხოლო მეორე რუსეთში, ხაბაროვსკში 1949 წელს. ამ ორივე პროცესის ერთ–ერთი შემზარავი საქმე ეხებოდა "სიკვდილის ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1573 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/06 | კომენტარი (0)

ესპანური არმადა, იგივე „უძლეველი არმადა" შექმნა ფილიპ მეორემ, მხოლოდ ერთადერთი მიზნით–ინგლისის გასანადგურებლად. 1585 წელს ფილიპ მეორე აცხადებს მზადებას შეტევისთვის, რომელსაც იმ დროისთვის უძლიერესი და უდიდესი საზღვაო ფლოტი შეასრულებდა, ძალა რომელსაც ანალოგი არ ჰყოლია კაცობრიობის ისტორიაში და მას ხალხმა „უძლეველი არმადა" უწოდა. ეს ბრძოლა იყო იმ დრომდე არსებული ყველაზე დიდი საზღვაო შერკინება, რასაც იმ დროისთვის ყველაზე ძლიერი ფლოტის განადგურება მოჰყვა. ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფილიპს რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა, პირველ რიგში ის რომ ესპანეთი კათოლიკური ქვეყანა იყო, ხოლო ინგლისი პროტესტანტული რწმენის წარმომადგენელი, რითაც მთელი კათოლიკური სამყაროს რისხვას იწვევდა, ხოლო მეორე მიზეზი იყო „ახალი მიწა"რომელიც ორივე ქვეყნის მთავარი სასაზრდოო წყარო იყო.

 1585 წლისთვის ესპანეთი ერთ–ერთ უძლიერეს ქვეყანად ითვლებოდა დედამიწაზე, რადგანაც 1492 წელს კოლუმბის მიერ აღმოჩენილი ტერიტორიები „ახალ მიწაზე" მთლიანად ესპანეტს ეკუთვნოდა, ის ითვლებოდა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2297 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/06 | კომენტარი (0)

იაპონიაში ფეოდალური საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, პროფესიონალ მეომართა ფენა ჩამოყალიბდა, რომელთაც სამურაები ეწოდათ. სიტყვა "სამურაი” წარმოიშვა იაპონური ზმნისგან – "საბურაუ”, რაც ბატონის მიმართ სამსახურს ნიშნავს. სამურაების ერთადერთი საქმიანობა სამხედრო საქმე იყო, რაც საუკუნეთა განვმალობაში ხელოვნების დონემდე იქნა აყვანილი.


ეს ახალი ძალა გლეხთა შეძლებული ფენიდან წარმოიშვა, რომელიც მიწასთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით, მაათი გარკვეული ნაწილი ფეოდალურ საგვარეულოთა სამსახურში ჩადგა. სამურაების პირველი რაზმები იაპონიაში VIII საუკუნიდან გაჩნდა, რომლებიც ნებაყოფლობით შედიოდნენ სიუზერენის მფარველობაში და სამხედრო სამსახურს ასრულებდნენ, სანაცვლოდ კი საკვებს, საცხოვრებელს, ზოგჯერ მიწის ნადელებსაც იღებდნენ. ამ გზით გამდიდრებული სამურაები შემდეგ თავად ხდებოდნენ გავლენიანი ფეოდალები, რომლებიც სასტიკ ექსპლოატაციას უწევდნენ გლეხებს. მათი პრივილეგიები სულ უფრო მატულობდა და ბოლოს სამურაების დამოუკიდებელ კლასად გამოყოფა მოხდა. ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2047 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/06 | კომენტარი (0)

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024