Мой сайт
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
 
ორშაბათი, 2024/10/14, 17:17:09
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 32
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » ივლისი » 02
მძიმე აღმოჩნდა ფაშისტური გერმანიისთვის 1944 წელი. მას სრული განადგურებით ემუქრებოდა საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის პოლიტიკური კავშირი. ამას დაერთო 1944 წლის 20 ივლისს ადოლფ ჰიტლერის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტიც, რომლის დროსაც ნაცისტების ბელადი სრულიად შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

გერმანელთა უმაღლეს სამხედრო თუ პოლიტიკურ წრეებში სერიოზულად განიხილებოდა იოსებ სტალინის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის საკითხი. ფიურერის მოკვლის მიზნით განხორციელებულმა ტერაქტმა კიდევ უფრო დააჩქარა საბჭოთა ბელადზე თავდასხმის მოწყობა. ჰიტლერმა პირდაპირ განაცხადა: „თუკი ჩემ წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობაა შესაძლებელი, მაშ, რატომ არ შეიძლება მისი განხორციელება იოსებ სტალინის წინააღმდეგ?!" უფსკრულის პირას მდგარი გერმანელები საბჭოთა ბელადის მკვლელობაში ხედავდნენ ომის ბედის შემობრუნების ერთადერთ გზას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის – იოჰან ფონ რიბენტროპის გეგმის თანახმად, გერმანულ მხარეს ყოველი ღონე უნდა ეხმარა, რომ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, მოლაპარაკების დანიშვ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 913 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/02 | კომენტარი (0)

ოპერაცია "ოვერლორდი” (სადესანტო ოპერაცია ნორმანდიაში) წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ცნობილ ბრძოლას,რომელშიც დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.აღიარებულია ყველაზე ფართომასშტაბიან სადესანტო ოპერაციად.


მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ თითქმის წინააღმდეგობის გარეშე დაიპყრო საფრანგეთი და ჩამოაყალიბა კოლაბორაციონისტული რეჟიმი ვიშის მეთაურობით.
1944 წელს აშშ,კანადამ,ბრიტანეთმა და ფრანგულმა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა დე გოლის მეთაურობით შეიმუშავეს საფრანგეთის განმანთავისუფლებელი ოპერაცია,რომელსაც ეწოდება "ოვერლორდი”.
"ოვერლორდის” შესრულების მიზნით საჭირო იყო მოკავშირეების ძალთა მობილიზაცია ბრიტანეთის საპორტო ქალაქებში,ამის შემდეგ დაიწყებოდა სამხედროთა დესანტირება საფრანგეთში,კერძოდ კი ნორმანდიაში..დესანტირების დროს გამოიყენებდნენ სამხედრო ხომალდებს და ნავებს,ასევე საჰაერო დესანტსაც."ოვერლორდი”რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა:

1.ოპერაცია "ნეფტუნი” ან D- ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1871 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/02 | კომენტარი (0)

"ჰანიბალი ბრწყინვალე ტაქტიკოსი გახლდათ. ისტორიას არ ახსოვს კანებთან ბრძოლაში გამოყენებული ტაქტიკაზე უფრო დახვეწილი ნიმუში. ის იყო დიდებული ლოგისტიკასა და სტრატეგიაში. არც ერთ კაპიტანს არ გაულაშქრია თავისზე ასე დიდი და მდიდარი ჯარის წინააღმდეგ უშიშრად და ჭვიანურად” ~ თეოდორ ეიროლტ დოჯი (კართაგანელებსა და რომაელებს შორის ომის ხელოვნების ისტორია)

"სიმართლე ვთქვათ, ღმერთები ერთსა და იმავე კაცს არ აძლევენ ყველაფერს; ჰანიბალ შენ იცი როგორ მოიპოვო გამარჯვება, მაგრამ იცი როგორ გამოიყენო ის?” ~ მაჰარბალი, ჰანიბალის სარდალი.
ჰანიბალის წარმოშობა
დიდ კართაგენელ სარდალს ჰამილკარ ბარკას (ბარკა ნიშნავს ელვას) ძველი წელთაღრიცხვით 246 წელს პირველი „ლომის ბოკვერი" ჰანიბალი გაუჩნდა. ჰანიბალს ძმები ჰყავდა: ჰასდრუბალი და მაგონი. ჰანიბალს ჰყავდა დაც – ცნობილი, უმშვენიერესი სალამბო – რომელსაც მონების წინამძღოლი, კართაგენის წინააღმდეგ აჯანყებული მათო შეუყვარდა. გუსტავ ფლობერმა ამ სიყვარულზე დიდი რომანი „სალამბო" დაწერა. ეს ტრაგიკული ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2772 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/02 | კომენტარი (0)

მიხეილ გრიგორაშვილი – ავიაციის ინჟინერი, რუსული, ამერიკული და კანადური ავიაციის ერთ-ერთი პიონერი.


მიხეილ გრიგორაშვილი 1888 წელს დერბენტში, დაღესტანში დაიბადა. განათლება სანქტ-პეტერბურგში, კომუნიკაციათა იმპერიულ ინსტიტუტში მიიღო. 1911 წელს საფრანგეთში მფრინავის პრაქტიკა გაიარა. რუსეთში დაბრუნებული გრიგორაშვილი პილოტ-ინსტრუქტორად მუშაობდა, მოგვიანებით კი, როგორც სამხედრო ოფიცერმა, პირველ მსოფლიო ომში მიიღო მონაწილეობა.

1917 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და საქართველოს კომუნიკაციათა სამინისტროში გზების ინჟინრად დაიწყო მუშაობა.

1921 წელს, მაშინ როდესაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო, მიხეილ გრიგორაშვილი იძულებული გახდა საქართველოდან გადახვეწილიყო. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და 1926 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.

მიხეილ გრიგორაშვილმა, (მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც მაიკლ გრეგორი), აშშ-ში ჩასვლისთანავე მუშაობა დაიწყო როდ-აილენდზე საავიაციო ქარხანაში, მაგრამ იმავე წელს გადავიდა Dayton-Wright Company-შ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1095 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/02 | კომენტარი (0)

დიდი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის და მის

მიერ შექმნილი თვითმფრინავების შესახებ

ქართველიშვილი დაიბადა თბილისში, ცნობილი მოღვაწის მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. 1922 წელს დაამთვარა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა. 1922-1927 წლებში მუშაობდა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების "Bernardდა "Ferbois”შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი.

1927 წელს ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ-იორკში. 1928 წელს მან მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში "Fokker American Company”. 1931 წელს იგი შეხვდა საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკის, რომელიც წარმოშობით ქართველი გახლდათ და იყო იმხანად უკვე ფართოდ ცნობილი კორპორაცი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1113 | დაამატა: JIXVACHABA | თარიღი: 2012/07/02 | კომენტარი (0)

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024