საზღვაო ძალები : 6 500 .3 წყალქვეშა ნავი- დელფინი, 3 კორვეტი საარ-5, 10 РКА (8 საარ-4.5 და 2 საარ-4), 28 ПКА (13 სუპერ დვორა. 15 დაბური).
ისტორიული ცნობა. 1972 წელს ისრაელმა წამოიწყო საკუთარი ტანკის შემუშავება, რომელიც გაგრძელდა 1977 წლამდე, როდესაც პრესას გადაეცა მონაცემები და სურათები საცდელი ტანკის "merkava”.ტანკის პირველი საჯარო ჩვენება შედგა 1979 წლის ივლისში,ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს,იერუსალიმის ცენტრალურ სტადიონზე. "merkava” -ს კონსტრუქციაზე ზეგავლენა იქონია ებრაელთა ომის წარმოების წესებმა, რომლებიც უპირატესობას ანიჭებდნენ თავდაცვით და პოზიციურ ბრძოლებს რომელიც მოითხოვდა გამაგრებული ადგილების მოწყობას ამაღლებულ პოზიციებზე.ასეთი ბრძოლისას დიდი ალბათობაა ტანკის გუმბათის დაზიანებისა. რისი შედეგიც იყო ეკიპაჟისა და საბრძოლო ნაწილის გუმბათიდან ტანკის უკანა ნაწილში გადატანისა,ასევე შემცირდა გუმბათის ფრონტალური სილუეტი. მეორე ფაქტორი რომელმაც განაპირობა ტანკის კონსტრუქციის შეცვლა იყო ეკიპაჟის უსაფრთხოება.ამ მიზეზით ეკიპჟი განათავსეს დაბლა და უკან,ძრავა და ტრანსმისია განთავსებულია წინა ნაწილში და დაცულია ჩამოსხმული ერთიანი მძიმე ჯავშნით,რომლის შიგნითაც ოდნავ მოშორებით ასევე ჩამონტაჟებულია დაჯავშნული 60-მმ ფილა,ამ ორ ჯავშანს შორის განთავსებულია საწვავის ავზი.ძრავის უკან განთავსებულია კიდევ ერთი 20-მმ ჯავშან – ტიხარი,ასეთი სახით ეკიპაჟი დაცულია ჭურვის პირდაპირი მოხვედრისაგან. ტანკის სქელი ჯავშანი წარმოადგენს ერთიან ჩამოსხმულ მონოლითს,ასევე ჩამოსხმულია გუმბათის ძირითადი ნაწილიც,შედუღება გამოყენებულია გუმბათის წინა ნაწილის რამოდენიმე ფილაზე ლულის გუმბათთან მიერთების ადგილებში.