Мой сайт
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
 
ორშაბათი, 2024/10/14, 17:20:47
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 32
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » ივლისი » 3 » “ღვთაებრივი ქარი”
09:41:58
“ღვთაებრივი ქარი”

მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ აშშ_ის წინააღმდეგ დაიწყო კამიკაძეების (თვითმკვლელი მფრინავების) გამოყენება.ეს სტატია სწორედ ამ მოვლენას ეხება.


"კამიკაძე” იაპონური სიტყვაა და "ღვთაებრივ ქარს” ნიშნავს.1274 და 1281 წელს იაპონიის დაპყრობა ორჯერ სცადა მონღოლეთის ძლევამოსილმა იმპერიამ.მონღოლთა ფლოტი იაპონიის ნაპირებს უახლოვდებოდა,სწორედ ამ დროს კი მათ თავს ტაიფუნი დაატყდათ,რის შედეგადაც ფლოტი განადგურდა.იაპონელებმა ეს ხსნა ღმერთს დაუკავშირეს და ამ ტაიფუნს სახელად "კამიკაძე” შეურჩიეს.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი ეს სიტყვა ტრანსფორმირდა და იქცა თვითმკვლელ მფრინავთა აღმნიშვნელ ტერმინად.

მეორე მსოფლიო ომში იაპონია აქტიურად ჩაერთო.მათი განზრახული ჰქონდათ წყნარი ოკეანის მთლიანი ოკუპაცია.მათ 1941 წელს პირველი საჰაერო იერიში მიიტანეს პერლ-ჰარბორის ამერიკელ ბაზაზე.ამერიკელთათვის ეს თავდასხმა მოულოდნელობა აღმოჩნდა და მსხვერპლი კატასტროფული აღმოჩნდა.
შემდეგი ნაბიჯი იყო შეტევა ფილიპინებისა და ავსტრალიის მიმართულებით.იაპონელებმა დაიპყრეს ფილიპინები და უკვე ავსტრალიას უახლოვდებოდნენ.თუმცა აშშ არ აპირებდა უმოქმედოდ ყოფნას,და 1942 წლისათვის ამერიკამ თავისი ფლოტი გადმოისროლა იაპონიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისაკენ.

1942 წლის ივნისში წყნარ ოკეანეში მიდუეის ატოლთან მოხდა ამერიკა-იაპონიის ფართომასშტაბიანი საზღვაო შერკინება.ამ ბრძოლაში ნათლად გამოჩნდა ამერიკელთა ფლოტის სიძლიერე.იაპონელებმა მედგრად იბრძოლეს თუმცა შეიარაღების სიმცირის გამო დათმეს ბრძოლა.ეს კი იყო იაპონიის უკუსვლის დასაწყისი.

ამ დროს იაპონია იყენებდა შემდეგ თვითმფრინავებს:Mitsubishi A6M Zero,Nakajima B6N,Yokosuka P1Y და Mitsubishi G4M.აღნიშნული თვითმფრინავები სიძლიერით ბევრად ჩამოუვარდებოდნენ ამერიკულ P-51 "მუსტანგს” და მათ წინააღმდეგ პირისპირ ბრძოლა აზრს კარგავდა.ასევე იაპონია განიცდიდა პროფესიონალი პილოტების სიმცირეს,არ ჰქონდათ დიდი ოდენობით საწვავი და თვითმფრინავის დეტალები.
ეს საკითხი კი იაპონიის წარმატებას ეჭვქვეშ აყენებდა.ამიტომ მივიდნენ საკმაოდ უცნაურ გადაწვეტილებამდე-1944 წლის ოქტომბერში იაპონიის საზღვაო ფლოტის ვიცე-ადმირალმა ტაკიძირო ონისიმ გადაწვიტა შეექმნა სპეციალური ქვედანაყოფი.ქვედანაყოფში შევიდოდნენ თვითმკვლელი მფრინავები,რომელიც იაპონიისათვის თავს გაწირავდნენ და ასე შეეცდებოდნენ ამერიკელთა ექსპანსიის შეჩერებას.მან ბრიფინგზე განაცხადა:”მე ვერ ვხედავ სხვა გზას გარდა "კამიკაძეთა” თავგანწირვისა,ჩვენ მოვამზადებთ კამიკაძეებს.ისინი კი 250 კგ ბომბით აღჭურვილი თვითმფრინავებით შეასკდებიან ამერიკელთა ავიამზიდებსა თუ კრეისერებს.” სწორედ ტაკიძირო ონისი ითვლება "კამიკაძეების მამად”.ამერიკელები დიდ წარმატებას აღწევდნენ წყნარი ოკენიას კამპანიაში,მათ უკვე გაათავისუფლეს რამდენიმე კუნძული,მათ შორის სოლომონის კუნძულები.ფილიპინებს ისევ იაპონია აკონტროლებდა,თუმცა ამერიკელები გეგმავდნენ თავდასხმას.სწორედ აქ ხდება ყველაზე ფართომასთტაბიანი ბრძოლა წყნარი ოკეანის ფრონტზე.

"კამიკაძეთა” ქვედანაყოფის "ნათლობა” 1944 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.ორმა კამიკაძემ იერიში ავსტრალიური ფლოტის ფლაგმან "ავსტრალიაზე” მიიტანა.შეჯახების შედეგად ხომალდზე 30 ადამიანი დაიღუპა,თუმცა "ავსტრალია” გადარჩა.შემდგომ პერიოდში კი "კამიკაძეების” შეტევებმა მასობრივი ხასიათი მიიღო.განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი შეტევა ოკინავისბრძოლის დროს მოხდა,სადაც 1465 "კამიკაძე” მონაწილეობდა.ამ ოპერაციის დროს ამერიკელთა დანაკარგები დიდი იყო-ჩაიძირა რამდენიმე ავიამზიდი და 25 ხომალდი.
კამიკაძეთა საწინააღმდეგოდ რამდენიმე მეთოდი გამოიყენეს-კამიკაძეთა გამოჩენისას პირდაპირ ცეცხლს უხსნიდნენ ხომალდების ტყვიამფრქვევეიდან ან კიდევ ახორციელებდნენ საპასუხო ავიადარტყმებს "კამიკაძეებზე”.
ამ მეთოდებმა შედეგები გამოიღო და ამერიკელებმა ოკინავას ოპერაციის დროს 1455_დან 90 % თვითმკვლელი ჰაერში გაანადგურეს.იაპონიამ მაინც ვერ გაუძლო ამერიკელთა შეტევას და 1945 წელს დაპყრობილი აღმოჩნდა და კაპიტულაციაც გამოაცხადა.კაპიტულაციამდე კი საშინელება მოხდა სახელად "ჰიროსიმა და ნაგასაკი”.

ომის დამთავრების შემდგომ გაირკვა,რომ ბრძოლაში სულ 2500მდე კამიკაძე მონაწილეობდა.მათ მოახერხეს 100მე ამერიკული სამხედრო ხომალდის ჩაძირვა.გარდა ამისა მათ დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქციეს ამერიკელი სამხედროები,მათთვის წარმოუდგენელი იყო სამშობლოსათვის თავის გაწირვა აღნიშნული ხერხით.

კამიკაძეების უმეტესობა სტუდენტი იყო,.კამიკაძეობის მსურველი საკმაოდ ბევრი იყო,თუმცა არასაკმარისი აღმოჩნდა თვითმფრინავები.
იაპონელთა ასეთი პატრიოტიზმი არცაა გასაკვირი,რადგან ყოველივე ეს მათ კულტურაში დევს.თუნდაც ავიღოთ სამურაების კოდექსი "ბუშიდო”.

იაპონელებს სიკვდილი სამშობლოსა და იმპერატორისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.კამიკაძეებს,როგორც გმირებს ისე მოიხსენიებენ და ლოცულობენ მათთვის.

ნანახია: 1163 | დაამატა: JIXVACHABA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024