Мой сайт
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
 
ორშაბათი, 2024/10/14, 17:20:01
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 32
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » ივლისი » 3 » “შარონ-ნაკაშიძე”
09:03:19
“შარონ-ნაკაშიძე”

"შარონ-ნაკაშიძე” (ჯავშანტრანსპორტიორი "ნაკაშიძე”) წარმოადგენს პირველ რუსულ ჯავშნიან სამხედრო ავტომობილს. ავტომობილის შექმნის იდეა და პროექტი ეკუთვნის ქართველ სამხედროს მიხეილ ნაკაშიძეს, რომელიც რუსეთის იმპერიის ჯარში მსახურობდა.


ეს ჯავშანტრანსპორტიორი შეიქმნა ფრანგული საავტომობილო ფირმის "შარონის” ერთ-ერთი მანქანის ბაზაზე.("შარონი” – ცნობილი ფრანგული საავტომობილო ფირმა,რომელიც სპეციალიზებული იყო როგორც მსუბუქი ასევე სამხედრო მანქანების შექმნაზე. ეს ფირმა არსებობდა 1901-1918 წლებში. სწორემ ამ ფირმამ შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ჯავშანტრანსპორტიორი).მიხეილ ნაკაშიძე იყო ცნობილი გენერლის ალექსანდრე ნაკაშიძის შვილი.1904 წელს მან შექმნა პროექტი,რომელიც წარუდგინა ზემდგომ ორგანოებს.ეს პროექტი მოწონებულ იქნა და პროექტი გაიგზავნა საფრანგეთში,კერძოდ კი "შარონის” ქარხანაში-ანუ შეკვეთა მისცეს ფრანგულ ფირმას რათა მას ეწარმოებინა ეს ჯავშანტრანსპორტიორი.
1905 წელს "შერონმა” ააწყო 2 მანქანა.,ერთი რუსეთში გაიგზავნა,ხოლო მეორე დაიტოვეს საფრანგეთის არმიისათვის.
 რუსეთში გამოგზავნილ ავტომობილს წინ დიდი ცდები ელოდა,კერძოდ ის გამოიცადა სიჩქარის,გამძლეობის,ბრძოლისუნარიანობის მხრივ და შედეგი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.1908 წელს "შარონმა” რუსეთისგან მორიგი შეკვეთა მიიღო,დაამზადეს 12 ავტომობილი და გამოგზავნეს რუსეთში.გერმანიის საზღვართან კი 2 ცალი გაუჩინარდა(რამდენიმე წლის შემდეგ ერთი მათგანი გერმანიის არმიაში აღმოჩნდა).

"შარონ-ნაკაშიძე” ძირითადი მონაცემები:

მასა-2.95 ტონა
ეკიპაჟი-3 ან 4 კაცი
ძრავა-37 ცხ.ძ. სიმძლავრის
საწვავი-ბენზინი
ცილინდრთა რაოდენობა-4
მაქსიმალური სიჩქარე-45 კმ/სთ
ჯავშანი-4.5 მმ

 შეიარაღება-8მმ ტყვიამფრქვევი "ჰოჩკისი”

ეს ავტომობილი საკმაოდ გამოყენებადი იყო და რამდენიმე სამხედრო ოპერაციაში გამოიყენეს.მიუხედავად ამისა რუსეთის სამხედრო ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება მაინც არ მიქცია ამ ავტომობილს,ხოლო 1906 წელს კი მიხეილ ნაკაშიძე ტრაგიკულად დაიღუპა.1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ამ დროს უკვე აღარ გამოიყენებოდა "შარონ-ნაკაშიძე”, რადგან ომი მოითხოვდა ტექნიკის გაუმჯობესებას.

"შარონ–ნაკაშიძის"პროექტი მიხეილ ნაკაშიძის შექმნილი

ნანახია: 1068 | დაამატა: JIXVACHABA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024