Мой сайт
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
 
ორშაბათი, 2024/10/14, 17:22:06
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 32
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » ივლისი » 1 » სანაპირო ზოლის კატარღები
09:20:09
სანაპირო ზოლის კატარღები


1991წლის 14მარტს  შვედეთში ქალაქ კალსკრუნეს karlsronavarvet-ის ვერფმა წყალში ეროვნული სამხედრო–საზღვაო ძალების შეკვეთით აგებული ხომალდი ჩაუშვა.

 შვედითის გემთსაშენი უახლესი ტექნოლოგიებით აგებენ თანამედროვე ხომალდებს და მორიგი ხომალდის დასრულებაში უჩვეულო არაფერი იყო.ინტერესს სულ სხვა მიზეზი ჰქონდა.

სამხედრო ხომალდების ტრადიციული სწორი ხაზებისგან განსხვავებით ახალ ხომალდს კორპუსის დახრილ–ტეხადი ხაზები ჰქონდა და შორიდან უფრო მცურავი ყუთის შტაბეჩდილებას ტოვებდა.

კამუფლირებული ფერებით დაფარული ეს "მცურავი ყუთი" უახლესი  ტექნოლოგიებით აგებული შვედეთის სამხედრო–საზღვაო ძალების კლასიფიკაციით სარაკეტო კორვეტი smyge იყო.

საჰაერო ბალიშზე მოცურავე 27მ სიგრძის 140ტ წყალწყვის "სმიუში" შვედმა სპეციალისტებმა სკეგის(შვედური სიტყვაა და ნიშნავს "წვერს")პრინციპი გამოიყენეს.


ხომალდის კატამარანის მსგავსად ორი კორპუს(სგეკი)აქვს და საჰაერო ბალიშის ეფექტი მხოლოდ სკეგებს შორის არის შენარჩუნებული, რითაც ჩვეულებრივი საჰაერო ბალიშზე მოცურავე ხომალდებისგან განსხვავებთ ცურვის დროს უფრო ნაკლებ ენერგ რესურსებს მოითხივს. იმავდროულად მომეტებული მდგომარეობა აქვს და ერთკორპუსიან ხომალდებთნ შედარებით ტალღების ზემოქმედებას ნაკლებად განიცდის.

შვედებმა გემთმშენებლობაში პირველებმა გამოიყენეს "სტელსის"ტექნოლოგია და "სმიუგის" რადიოლოკაციური შემჩნევადობის შესამცირებლად ხომალდსაწინაარმდეგო ორი რაკეტა rbs-15 და ამდენივე 400მმ-იანი წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ტორპედო კორვეტის კორპუსში "დამალეს".

გემბანზე დარჩენილია მხოლოდ 40მმ-იანი ქვემეხის კოშკურა, რომელსეც სპეციალურად ჩამოჭრილი ზედაპირები აქვს და დამცავ თალფაქშია მოთავსებული.

კორვეტის კორპუსი და ზედანაშენი ნახშირბადიანი ბოჭკოების საფუძველზე მომზადებული კომპოზიტური მასალებისგან არის აგებული და გარედან რადიოტალღების გამტარი მასალებით არის დაფარული.


ინფრაწითელი გამოსახულების შესამცირებლად კორპუსში გამოყენებულია კარგი თბოიზოლაციის მქონე შემავსებლები, ხოლო გამონაბოლქვი აირიები ატმოსფეროში გაგრილების სისტემის გავლის შემდეგ ხვდება.

ამ სიახლეთა ხარჯზე "სმიუგეს" სემჩნევა წყნარ ამინდში 11კილომეტრში,ხოლო ქარიშხლის დროს 8კილომეტრზეა შესაძლბელი.

შვედეთის სანაპირო ზოლის სიგრძე 3218კილომეტრია და ბალტიის ზღვის თხელ წყლებში სკეგის პრინციპით მოცურავე ხომალდები კარგად მიესადაგება.


კამუფლაჟის შეფერილობაც სანაპირო ხაზის შესაბამის ფერებშია გადაწყვეტილი და კოვერტი სანაპიროს ფონთან კარგად არის შეხამებული.

პროექტში შვედეთის მთავრობას დაახლოებით 1მილიარდ200მილიონი დაუჯდა. ეს თანხა დაახლოებით ორი ფრანგული შვეულფრენმზიდი "მისტრალის"  ღირებულების ტოლფასია.


1993წლიდან "სმიუგემ" ბალტიის ზღავში მრავალმხრივი და ხანგრძლივი გამოცდა გაიარა, რომლის შედეგები visby-სერიის სარაკეტო კორვრტების მშენებლობაში გამოიყენეს.

შვედური ექსპერიმენტები გადამდებიგამოდგა. 1996წელს ნორვეგიამაც დაიწყო მუშაობა და1999წლის აპრილში პირველი ექსპერიმენტული ხომალდი p960 skjold-ი(ნორვეგიული კლასიფიკაციისთ სარაკეტო კატარღაა) მწყობრში ჩადგა.

მაღალი სიჩქარისა და კარგი მანევრულების მისარწევად "შხოლდში"სკიეგის პრინციპია გამოყენებული და ძირითადი ამძრავი წყალსარტყორცნი ჭავლია წყალჭავლის საქშენებს ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია და ამ თვისების გამო ცურვა გვერდითაც არის შესაძლებელი.


საიმედოების გასაზრდელად ყველა სასიცოცხლო სისტემა დუბლირებულია. სპეციალურად "შხოლდისთვის ხომალდსაწინააღმედგო სარაკეტო სისტემა kongsberg-ი(ფრენის სიშორე 150კმ)შეიქმნა.

"შხოლდმა და მასში გამოყენებულმა სიახლეებმა ამერიკელი საზღვაო სპეციალისტები და სამხედროების ინტერესი გამოიწვია.

ამერიკული კომპანიები დიდი ხანია სანაპირო ზოლის ხომალდების პროექტებზე მუშაობენ და ნორვეგიელების მიღწევწბის გასაცნობად 2002წლის იანვრიდან "შხოლდმა" აშშ-ში 13თვე დაყო, სადაც სამხედრო-საზღვაო ძალების მანევრებში მონაწილეობდა, გაიარა სხვადასხვა სახის ტესტირება და სამხედრო–საზღვაო კვლევით დაწესებულებათა შესწავლის ობიექტი გახდა.

2002წლის ივლისში ნორვეგიის მთავრობამ მანდალის გემტსაშენ Umome Mandal-ს კიდევ ხუთი კატარღა შეუკვეთა.

"შხოლდი"2003წლის სექტემბერში ძალური აგრეგატების მოდერნიზაციის მიზნიტ ვერფს დაუბრუნდა.


2006წლის ნოემბერში ისევ ახლის საგამოცდო ციკლი დაიწყო, ხოლო 2008წლის შუა პერიოდიდან სამხედრო საზღვაო კვლევებისთვის ექსპერიმენტლი ხომალდების კლასშია გადაყვანილი.

მიმდინარე წლის 15სექტემბერს გემთსაშენმა Umoe Mandak-მა ნორვეგიის სამხედრო–საზღვაო ძალებს პირველი სერიული კატარღა P961 Storm-იგადასცა.

ორივე სვედური და ნორვეგიული პროექტების ხომალდები სკანდინავიის სანაპირო ზოლში მოქმედებაზეა გათვლილი, სადაც მრავალად არის პატარ-პატარა კუნძულები,შხერი,ფიორდი,ვიწრო გასასვლელები, ტეხილი და უსწორმასწორო სანაპირო ხაზი კი რადარების მუშაობას ართულებს.

სანაპირო ზოლის ამ თვავისებურებათა გათვალისწინებით ხომალდებს შეუძლიათ თვი გაართვან ისეთ ამოცანებს, როგორიცაა მოწინააღმდეგის წყალზედა და წყალქვეშა ხომალდებთან ბრძოლა,სანაპირო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების მიყენება,მოწინააღმდეგის საზღვაოძალებზე დაკვირვება–დაზვერვა,საზღვაო კომუნიკაციების დაცვა,სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიგება და სხვა.

ხომალდები გაშლილ ზღვაშ მოქმედებაზე არ არის გათვლილი და ღია სივრცესი მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც კარგავს თავის უნიკალურ თვისებეს.

მსგავსი ხომალდების სავა გარემო პირობებში გამოყენება პრობლემათურია.

მაგალითად,საქართველოს სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 270კილომეტრია,ასევე ის ერთფეროვანია და ხომალდებისთვის ხელსაყრელბუნებრივ საფარს მოკლებულია,რაც მოწინააღმდეგეზე წყალზედა საშვალებებით ფარული და მოულოდნელი დარტყმის მიყენებას გამორიცხავს.

ანალოგიური პრობლემა სხვა ქვეყნებსაც აქვს და,ალბათ,ამის გამო სკანდინავიელთა მიღწევები ჯერჯერობით ჩრდილოეთშ არ გასცდენია.

მოამზადა:გიორგი ჯიხვაშვილმა

ნანახია: 1679 | დაამატა: JIXVACHABA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024