სპილო-ერთადერთი ცხოველი, რომელსაც ადამიანი სისტემატიურად იყენებდა იარაღად. ცხენები არასდროს არ ყოფილან მებრძოლები, მათ მხოლოდ სწრაფი გადაადგილებისთვის იყენებდნენ ბრძოლის ველზე. იყო შემთხვევები, როდესაც ძაღლებიც გამოყავდათ ბრძოლაში, მაგრამ ისინი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგისთვის. სპილოები "ცოცხალი ტანკები” იყვნენ,
რომლებიც მოწინააღმდეგის ასობით ადამიანს თელავდნენ. არსებობს სპილოს ორი სახეობა: ინდური(Elehpas maximus) და აფრიკული(Loxodonta africana). აფრიკულ სპილოს დიდი ყურები, ჩაღრმავებული ზურგი და დიდი ეშვები აქვს. ინდურ სპილოს კი შედარებით პატარა ყურები, ამოზნექილი ზურგი და აფრიკულ სპილოსთან შედარებით პატარა ეშვები. დღეს ჩვენ ინდურ სპილოს ვხვდებით: ინდოეთში, ვიეტნამში, პაკისტანში, ტაილანდში და ასევე შრილანკის და სუმატრის კუნძულებზე. აფრიკული სპილოები ორ სახეობად იყოფიან: ტყის და სავანის. სავანის სპილო ყველაზე დიდია. ის 3-დან 4 მეტრამდეა დ
... კითხვის გაგრძელება »
ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო, სპარტა, პელოპონესის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა. აქაურ მაცხოვრებლებს ლაკედემონელებს უწოდებდნენ, ხოლო მხარეს ლაკედემონს. ლეგენდარული მეფის, ლიკურგეს მმართველობის პერიოდში, ლაკედემონელებმა შექმნეს მკაცრ და სასტიკ კანონებზე დაფუძნებული სამხედრო სახელმწიფო, რომელშიც მთავარ როლს მეომრები ითამაშებდნენ. სწორედ მაშინ, დაახლოებით ძვ.წ VIII საუკუნეში შეიქმნა განთქმული სპარტას ფალანგა. ჯარი, რომლის წინაშეც ქედს იხრიდნენ და იარაღს ყრიდნენ საბერძნეთის ქალაქთა კავშირები. ჯარი, რომელმაც თერმოპილესთან შეაჩერა უზარმაზარი სპარსული არმია, მხოლოდ და მხოლოდ 300 მეომრით და გადაარჩინა საბერძნეთი. სპარტელები იქცნენ მამაცო
... კითხვის გაგრძელება »
მონღოლი ცხენოსნები მსოფლიოს საბრძოლო სარბიელზე პირველად ჰუნების სახით ჩდებიან თუმცა ეს პერიოდული მოვლენა იყო, ხოლო სისტემურად იქცა XII საუკუნის ბოლოდან, როდესაც მონღოლთა ტომები თემუჩინის, იგივე ჩინგიზ ყაენის ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდნენ. ამის შემდეგ მათ თითქმის მთელი აზია და აღმოსავლეთ ევროპა გადათქერეს თავიანთ ცხენთა ფლოქვებქვეშ, დაამარცხეს მძლავრი სამეფოები და დაიმორჩილეს მათი მოსახლეობა. მონღოლთა მთავარ ძალას ცხენოსანი ჯარი წარმოადგენდა, რომელიც შე
... კითხვის გაგრძელება »