არ ესროლოთ, სანამ არ გაარჩევთ მათი თვალების გუგის სითეთრეს...” ვიცე-პოლკოვნიკ სერ ენდრიუ აგნიუსის მიერ გაცემული ბრძანება შოტლანდიელი სამეფო ფუზელიორებისთვის დეტინგენის ბრძოლაში (1743 წელი). ახლო მანძილებზე ბრძოლა (close quarters combat - CQC) წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების სახეს, რომელშიც დანაყოფი ახორციელებს მტერთან დაპირისპირებას პერსონალური იარაღით ძალზედ ახლო დისტანციაზე, ხშირად ხელჩართული ბრძოლის პირობებში. ტიპიური ახლო მანძილებზე ბრძოლის სცენარი ვითარდება მაშინ, როდესაც შეტევაში მყოფი მებრძოლები ძალზედ სწრაფად უახლოვდებიან მოწინააღმდეგეს, რომელსაც არ გააჩნია ბრძოლის ველიდან სწრაფად გაცლის შესაძლებლობა. ხშირია შემხვედრი ბრძოლის დროსაც, როდესაც ორივე მხარე თავისი ამოცანის გადაჭრას ცდილობს შეტევით. ახლო მანძილებზე ბრძოლა არ არის ხელჩართული ბრძოლის სინონიმი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ხელჩართული ბრძოლა წარმოადგენს მის შემადგენელ და კულმინაციურ ნაწილს. ახლო მანძილებზე ბრძოლა ხასიათდება ხანმოკლე, ძალზედ მაღალი ინტენს
... კითხვის გაგრძელება »
FORTES FORTUNA ADJUVANT (ლათ. ბედი მამაცთ სწყალობთ) ანუ ალყაში ბრძოლა და ალყის გარღვევა "მებრძოლს შეტაკებაში გადაარჩენს ძალა, მაგრამ გამარჯვებას მოუტანს ძლიერი სული” ჩინური სამხედრო ტრაქტატი "სიმა ფა” IV ს. ჩვ.წ. აღ-მდე
ამჟამად ვისაუბროთ ისეთ ურთულეს პირობებში წარმოებულ საომარი მოქმედებების შესახებ, როგორიცაა – ალყაში ბრძოლა და ალყის გარღვევა. მსოფლიო ომების ისტორიაში მრავლად მოიპოვება მაგალითი, როდესაც ალყაში ბრძოლისათვის მოუმზადებელი ძალები განიცდიდნენ სრულ კატასტროფას, ხოლო მათ, ვისაც გააჩნდათ უნარი, ნებისყოფა და გამბედაობა აღნიშნული ქმედებების ჩასატარებლად, წარმატებით განახორციელეს ალყაში თავდაცვითი მოქმედებები და ალყის გარღვევა, მიაყენეს მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზარალი.
საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ სამხედრო კონფლიქტებში მრავლად მოიპოვება ამ ტიპის როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი სამხედრო ოპერაციების მაგალითები, თუმცა უპრიანი იქნება ამ მაგალი
... კითხვის გაგრძელება »
" არ არსებობს იდეალური გადაწყვეტილება, არსებობს მხოლოდ სურვილი და შესაძლებლობები, უპირატესობა და ნაკლი”
ეიკე მიდელდორფი, გერმანელი სამხედრო ექსპერტი
1944 წლის აგვისტოს ბოლოს დამარცხებულმა გერმანულმა ნაწილებმა დასტოვეს საფრანგეთი და მოკავშირეები მიუახლოვდნენ გარმანიის საზღვრებს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შობისთვის ომი დასრულდებოდა. თუმცა, მათ იმედებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც მიადგნენ გერმანელთა თავდაცვის ე.წ. "დასავლეთის კედელს” ( მოკავშირეების ტერმინით "ზიგფრიდის ხაზს”). აღნიშნული ზღუდის ცენტრი გადიოდა უღრან და თითქმის გაუვალ ჰიურტგენის ტყის მასივში. გერმანელთა თავდაცვას ხელმძღვანელობდა ფელდმარშალი ვალტერ მოდელი - ტაქტიკური თავდაცვის დიდოსტატი. ჰიურტგენის ტყეში ბრძოლა იყო მე-2 მსოფლიო ომში წარმოებული ბრძოლებს შორის აშშ-ს შეიარაღებული ძალების ყველაზე მძიმე დამარცხება. სამი თვის სასტიკ ბრძოლებში ამერიკელებმა დაკარგეს 33000-მდე მებრძოლი, მაგრამ ვერ მიაღწიეს სასურ
... კითხვის გაგრძელება »