Мой сайт
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
 
ორშაბათი, 2024/10/14, 17:19:36
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 32
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » მარტი » 14 » მეომრები, რომელთაც შეცვალეს ისტორია I
22:39:15
მეომრები, რომელთაც შეცვალეს ისტორია I

   სპარტელი ჰოპლიტი



ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო, სპარტა, პელოპონესის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა. აქაურ მაცხოვრებლებს ლაკედემონელებს უწოდებდნენ, ხოლო მხარეს ლაკედემონს. ლეგენდარული მეფის, ლიკურგეს მმართველობის პერიოდში, ლაკედემონელებმა შექმნეს მკაცრ და სასტიკ კანონებზე დაფუძნებული სამხედრო სახელმწიფო, რომელშიც მთავარ როლს მეომრები ითამაშებდნენ. სწორედ მაშინ, დაახლოებით ძვ.წ VIII საუკუნეში შეიქმნა განთქმული სპარტას ფალანგა. ჯარი, რომლის წინაშეც ქედს იხრიდნენ და იარაღს ყრიდნენ საბერძნეთის ქალაქთა კავშირები. ჯარი, რომელმაც თერმოპილესთან შეაჩერა უზარმაზარი სპარსული არმია, მხოლოდ და მხოლოდ 300 მეომრით და გადაარჩინა საბერძნეთი. სპარტელები იქცნენ მამაცობის, გმირობის, ვაჟკაცობის, სამხედრო დისციპლინის, წესრიგისა და ბრძოლის ხელოვნების მაგალითებად. 


არსებითად სპარტელი ჰოპლიტი ჩაცმულობითა და იარაღით არ განხსვავდებოდა ბერძნებისაგან, ხოლო წვრთნით და იარაღის ხმარების ოსტატობით ბევრად აღემატებოდნენ სხვა ხალხებს. გამოცდილი სპარტელი ჯარისკაცი ძლიერი იყო როგორც მწყობრში ბრძოლისას, ისე ცალკეულ შეტაკებებში, თუმცა მიუხედავად ამისა, სპარტელებიც დანარჩენი ბერძნებივით არჩევდნენ ერთად, მჭიდრო მწკრივებად ებრძოლათ. ლაკედემონელები ბავშვებს 7 წლის ასაკიდან აცილებდნენ დედებს და გიმნასიონებში წვრთნიდნენ და ამზადებდნენ როგორც ჯარისკაცებს, ხოლო დანარჩენ ბერძნებში ჩვეულებრივ 18 წლიდან იწყებდნენ სამხედრო სამსახურს. პირველად სპარტელთა არმია მოიხსენიება ჰომეროსის "ილიადაში”, რომლის მიხედვითაც მენელაოსი, ელენას მეუღლე, სპარტის მეფე და მისი ჯარების მთავარსადალი იყო. ლაკედემონის არმიის შესახებ კარგად წერს ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი, ანაბასისის ავტორი ქსენოფონტი.
სპარტელი ჰოპლიტი შეიარაღებული იყო შუბითა და მოკლე ხმლითა, ხოლო დამცავ აღჭურვილობას შეადგენდა მრგვალი ფარი, მუზარადი, ბეგთარი და სამუხლეები. სრული აღჭურვილობა 30 კგ-მდე იწონიდა. სპარტის ჯარში იყვნენ მსუბუქი ქვეითებიც, მაგრამ ისინი არ მიეკუთვნებოდნენ ლაკედემონელთა უმაღლეს სამხედრო ფენას(რომელსაც ბრძოლაში ჰოპლიტები გამოჰყავდა) და წარმოადგენდნენ პერიკეებსა და ჰილოტებს, ანუ დაბალი ფენის ლაკედემონელებს და პელოპონესის სხვა ტომის ხალხებს. სპარტელები მათ მონებივით და მსახურებივით ეპყრობოდნენ, თუმცა ძალიან ეშინოდათ ჰილოტებისა და პერიკეების აჯანყების, მათი დიდი რიცხოვნული უპირატესობის გამო, ამიტომ ღამით ხშირად ესხმოდნენ ჩუმად თავს მათ ყველაზე ძლიერ და მამაც მამაკაცებს და ხოცავდნენ. სულ სპარტული ჯარი დაახლოებით 5000 მეომრამდე იყო. ეს არმია შიშის ზარს სცემდა მთელს საბერძნეთს და სხვა სახელმწიფოებს, რომელთაც გაეგონათ მრისხანე ლაკედემონელების შესახებ.


სპარტელთა ყველაზე დიდი გმირობა იყო ძვ.წ 480 წელს თერმოპილესთან 300 ჰოპლიტისგან შემდგარი რაზმით, რომელთაც მეფე ლეონიდასი მეთაურობდა, მეფე ქსერქსეს უზარმაზარი სპარსული ჯარის შეჩერება. ლაკედემონელებმა დიდი ხნით შეაჩერეს მტერი და ბერძნებს საშუალება მისცეს ძალები მოეკრიბათ და ქალაქები გაემაგრებინათ.
სპარტელთა გამართულ ომებსა და ბრძოლებში გამოსარჩევია: ტროას ომი(დაახლ. ძვ.წ XII სს. ტროელთა დამარცხება), მესენიის I, II და III ომი(დაახლ. ძვ.წ 743-ძვ.წ 455 წ. მესენიის დაპყრობა), ბერძენ-სპარსელთა ომები(ძვ.წ 499-449, სპარსელთა დამარცხება), პელოპონესის ომი(ძვ.წ 431-404, ათენის დამარცხება), კორინთოს ომი(ძვ.წ 395-387, იონიის ბერძნების დაბრუნების უშედეგო მცდელობა), კლეომენეს ომი(ძვ.წ 229-222, მარცხი აქაიის კავშირსა და მაკედონიასთან), ნაბისის წინააღმდეგ ომი(ძვ.წ 195 წ, მარცხი რომის ჩამოყალიბებულ კოალიციასთან: აქაიის კავშირთან, პერგამონთან, როდოსთან და მაკედონიასთან).
 
მიუხედავად იმისა, რომ სპარტელებს არასოდეს ჰქონიათ იმპერია, არ ჰყოლიათ ალექსანდრე დიდისა და პიროსის მსგავსი მეფეები, მათ მაინც დატოვეს ისტორიაში უდიდესი კვალი. მსოფლიოს უჩვენეს მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს სამხედრო ძალა და რას უნდა წარმოადგენდეს ბრძოლის ველზე. მათ არ იცოდნენ უკან დახევა, ისინი უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოდნენ და მამაცურად დაეცნენ. თერმოპილესთან დღესაც დგას მემორიალი, სადაც წერია, რომ აქ დამარხულნი არიან ისინი, ვინც საბერძნეთისთვის, მისი უფლებებისა და თავისუფლები იბრძოდნენ.

           მაკედონელი  ფალანგისტი


მაკედონიის ჯარის მთავარი დასაყრდენი და ძირითადი სამხედრო შენაერთი ფალანგა იყო. მძიმედ აღჭურვილი ქვეითი ჯარი, რომელიც ფალანგისტებისგან შედგებოდა. სწორედ ფალანგა გამოდგა ის ძალა, რომელმაც შეძლო ელინთა კავშირის, სპარსეთის იმპერიის, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებისა და ინდოეთის დაპყრობა. ფილიპე II და ალექსანდრე დიდი სწორედ ფალანგას იყენებდნენ თავიანთი იმპერიის შესაქმნელად. იფიკრატეს რეფორმის შემდეგ მაკედონელებმა შეიძინეს ისეთი ჯარი, რომლის დარი სამხედრო ძალა მაშინ ფიზიკურად არ არსებობდა.


 
ათენელმა გენერალმა, იფიკრატემ ძვ.წ IV საუკუნის დასაწყისში სპარტანელებთან ბრძოლაში საგრძნობ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ნახა, რომ ბრძოლებში, მაგალითად ისეთში, რომელიც ძვ.წ 390 წელს ლეხეესთან მოხდა, პელტასტები (მსუბუქი ქვეითები) უფრო მოძრავები და მანევრულები იყვნენ, ხოლო ჰოპლიტები ნელა მოქმედებდნენ და არამობილურები იყვნენ, რითაც მთავარსარდლის გეგმები რამდენჯერმე ჩაშალეს, ამიტომ იფიკრატემ გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა ახალი ტიპის ჰოპლიტების რაზმები და მთელს არმიაში რეფორმა გაეტარებინა.
 
თავდაპირველად მან ჰოპლიტების აღჭურვილობა შეამსუბუქა და ამით უფრო მეტი მოქნილობა და მობილურობა შესძინა ჯარისკაცებს, ხოლო სამუხლეები, რომელიც ფეხებს უმძიმებდა და მკვეთრი მოძრაობების გაკეთებაში ხელს უშლიდა მეომრებს, ამოაღებინა და უბრალო სანდლებით ჩაანაცვლა, რომლებსაც მის საპატივსაცემოდ "იფიკრატიდებს” უწოდებდნენ. თუმცა ზოგიერთ სამხედრო ნაწილში სამუხლეებს მაინც იყენებდნენ, განსაკუთრებით ფალანგის წინა ხაზის მეომრები. დიდი და მძიმე ფარი უფრო მცირე ზომის მსუბუქმა და გამძლე ფარმა ჩაანაცვლა. მძიმე და მოუხერხებელი ჰოპლიტური მუზარადი უფრო მსუბუქმა და მოქნილმა თრაკიულმა ჩაფხუტმა ჩაანაცვლა, რომელიც კარგი ხილვადობითაც გამოირჩეოდა. მძიმე ბრინჯაოს აბჯარი ტყავის და სქელი ტილოს ძალიან გამძლე აბჯარმა ჩაანაცვლა, რომელიც საერთოად არ ამძიმებდა მეომარს. ხშირად ასეთ აბჯარს ლითონის ფირფიტებითაც ფარავდნენ. იფიკრატეს ჰოპლიტებმა მიიღეს უფრო გრძელი შუბები, ვიდრე მანამდე ჰქონდათ. შუბის სიგრძე 3 მეტრზე მეტი იყო და ასეთი იარაღით შეიარაღებულ ფალანგას, უფრო დიდ რადიუსზე შეეძლო მტრის მოცელვა. ჰოპლიტებთან ერთად პელტასტების შეიარაღებაც შეიცვალა და უფრო მძიმე იარაღით ჩანაცვლდა. სწორედ იფიკრატეს რეფორმის მიხედვით შეადგინა ფილიპე II-მ მაკედონური არმია, რომლემაც შემდეგ ალექსანდრეს მეთაურობით მსოფლიო დაიპყრო.


 
ფალანგისტი ანუ იფიკრატეს რეფორმის შემდეგდროინდელი ჰოპლიტი ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერი მეომარი იყო და ხელჩართული ბრძოლისთვის მოკლე მახვილიც ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა მაკედონური ფალანგის მთავარი ძალა მდგომარეობდა ერთიანობაში, შუბების კედელში, რომელიც კავალერიისა და ქვეითი ჯარის წინააღმდეგ ერთნაირად კარგად მოქმედებდა. თუმცა ფალანგასაც ჰქონდა სისუსტეები. მისი ფლანგები და ზურგი თუ სხვა ჯარის შენაერთებით, მაგალითად კავალერიით არ იყო დაცული, ადვილად ირღვეოდა. ალექსანდრე ასეთი შემთხვევის აღსაკვეთად ფლანგებზე ცხენოსან ჯარს აყენებდა. ფალანგას ევალებოდა მწყობრი ნაბიჯით მიწოლოდა მტრის მასას და გაენადგურებინა, რაშიც კავალერიაც დაეხმარებოდათ. 
 
მაკედონელმა ფალანგისტებმა განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშეს ქერონეის(ძვ.წ 338 წ, ბერძენთა კავშირის დამარცხება), გრანიკოსის(ძვ.წ 334 წ, სპარსელების დამარცხება), ტიროსის(ძვ.წ 332, ტიროსის აღება 6 თვიანი ალყის შემდეგ), ისოსის(ძვ.წ 333 წ, სპარსელების დამარცხება), გავგამელას(ძვ.წ 331, სპარსეთის მთელი არმიის განადგურება) და ჰიდასპეს(ძვ.წ 326, ინდოელთა დამარცხება). 
ფალანგამ ისტორიაში დიდი როლი ითამაშია, შექმნა და დაანგრია იმპერიები. ამ სამხედრო ერთეულის სიმტკიცეზე მეტყველებს ისიც, რომ ელინისტურმა სამყარომ ძვ.წ 30 წლამდე იარსება და საუკუნეები გაუძლო რომაელებისა და სხვა მტრების შემოტევებს. უკანასკნელი ელინისტური სახელმწიფოს, პტოლემაიოსების ეგვიპტის სამეფოს ჯარიც ფალანგის სიძლიერეს ეყრდნობოდა, ასევე პონტოს, ბითინიის, სელევკიდების, ბაქტრიის, ანტიგონიდების მაკედონიის არმიების მთავარ ძალასაც ფალანგა წარმოადგენდა. საბოლოოდ ამ სამხედრო ერთეულის დამარცხება რომაელებმა მოახერხეს და ელინისტური სამყაროც ნელ-ნელა შეუერთეს იმპერიის საზღვრებს.




ნანახია: 3387 | დაამატა: JIXVACHABA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024