რაინდი — XI საუკუნის დამდეგისათვის ევროპაში წარჩინებულთა წრიდან წარმოიშვა რაინდთა წოდება.
რაინდი წარმოადგენდა კეთილშობილ მეომართა საზოგადოებას, რომლისთვისაც უპირველესი იყო ღვთის სამსახური და ღირსების დაცვა. რაინდებს ჰქონდათ თავიანთი იდეალი — კეთილშობილი მებრძოლი უნდა დახმარებოდა სუსტსა და ღარიბს, ყოფილიყო სიტყვის პატრონი, მამაცი და უშიშარი, თავის სენიორის ერთგული, დახმარებოდა ეკლესიას.
რაინდობა გავრცელებული იყო მთელს ევროპაში, ასევე მის გარეთ ქრისტიანულ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში
რაინდის აღჭურვილობა
საბრძოლველად შეიარაღებულ რაინდს მთელი სხეული ჯავშნით ჰქონდა დაფარული. XI საუკუნის ბოლომდე ეს იყო რკინის რგოლებისაგან მოქსოვილი ჯაჭვის პერანგი, მოგვიანებით მას ლითონის ფირფიტებისაგან გაკეთებული აბაჯრი ცვლის. ბრძოლის დროს რაინდი თავზე იხურავდა მუზარადს — რკინის ჩაფხუტს, კონუსის ფორმის მქონე ფოლადის თავსაბურავს. მუზარადი რკინის ან შუშის ბურთულით ბოლოვდებ
...
კითხვის გაგრძელება »