ამ გამარჯვების შემდეგ ნაპოლეონის არმიამ მიაღწია ზაალის მარჯვენა სანაპიროებს და დაიკავა ქალაქები: იენა და გერა, ხოლო მარშალი ლუი დავუ და მისი მესამე კორპუსი ნაუმბურგში შევიდა, სადაც რამდენიმე პონტონის ხიდი ჩაიგდო ხელთ, რითაც მდინარე ზაალის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა იყო შესაძლებელი. იენას ბრძოლა 14 ოქტომბერს მოხდა, როდესაც პრუსიელებმა ქალაქ იენას მახლობლად ნაპოლეონის ძალებს შეუტიეს. ცნობილი ისტორიკოსი ევგენი ტარლე საკუთარ წიგნში "ნაპოლეონი”, აღნიშნავდა: "თავადმა ჰოჰენლოემ იცოდა, რომ ფრანგები იენაში შევიდნენ, ამგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ თვით ნაპოლეონიც იქ იმყოფებოდა რამდენიმე კორპუსით. 13-14 ოქტომბერს ღამით ჰოჰენლოე გზაზე შეჩერდა და ნაპოლეონისათვის მოულოდნელად გადაწყვიტა შებრძოლებოდა. პრუსიელებმა გადაწყვიტეს დაცვითი ბრძოლის ტაქტიკით ეომათ, თუმცა უნდა ითქვას რომ ცუდად მოემზადნენ შეტაკებისთვის. ჰოჰენლოემ ბრძოლის წინა ღამეს დისპოზიციაც კი არ შეადგინა და მეორე დღეს არმიის განლაგებისას ბევრი შეცდომა დაუშვა. პრუსიის ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო თეორეტიკოსის, კარლ ფონ კლაუზევიცის აზ
... კითხვის გაგრძელება »
ჩვენს სამშობლოსა და საბჭოთა რუსეთს შორის სასტიკი შეთანხმება დაიდო. ამ შეთანხმების მიხედვით, საბჭოთა კავშირს გადაეცა თითქმის ყვალა ბრძოლის ველი, სადაც თქვენ სისხლი დაღვარეთ იმის დასაცავად, რაც თქვენთვის წმინდა და ძვირფასი იყო. თქვენ არ გინდოდათ ომი. თქვენ გსურდათ მშვიდობა, შრომა და პროგრესი, მაგრამ თქვენ გაიძულეს გეომათ. თქვენი გაწეული უდიდესი ღვაწლი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. საბრძოლველად წასული 15000-ზე მეტი მეომარი ვეღარ იხილავს თავის სახლს. რამდენია ისეთი, რომელმაც სამუდამოდ დაკარგა შრომის უნარი. თუმცა, თქვენც არაერთი ძლიერი დარტყა მიაყენეთ მტერს. თუ დღეს ორასი ათასზე მეტ თქვენს მოწინააღმდეგეს სამუდამო ძილით სძინავს ყინულის საბურველქვეშ, ან კიდევ უიხილავი მზერით შესცქერის ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას. თქვენ არ მიგიძღვით ამაში ბრალი. თქვენ არ გძულდათ ისინი, მათთვის ცუდი არ გინდოდათ. თქვენ მხოლოდ ომის სასტიკი კანონების შესაბამისად მოქმედებდით: შენ თუ
... კითხვის გაგრძელება »