Ein Volk, ein Reich, ein Führer – ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი, "დიდი გერმანიის” დევიზი.. დიდი გერმანია ანუ "გროსდოიჩე რაიხი”, საკმაოდ საინტერესო პოსტია და მინდა ისტორიის მოყვარულებს შემოგთავაზოთ.. (რუკაზე ნაცრისფრად ჩანს "დიდი გერმანია”)
XX საუკუნის 20-30-იან წლებში ევროპის ბევრი სახელმწიფო ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. 1922 წელს იტალიის სათავეში ბენიტო მუსოლინი და ფაშისტური პარტია მოექცა. მუსოლინის ექსპანსიური საგარეო პოლიტიკის შედეგად იტალიამ დაიპყრო ეთიოპია (1936) და ალბანეთი (1939).
ამავე პერიოდში გერმანიაში ძლიერდებოდა ნაციონალ-სოციალისტური პარტია, რომელმაც 1932 წლის არჩევნებში გაიმარჯვა და პარტიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი 1933 წლის 30 იანვარს გერმანიის კანცლერი გახდა. ჰიტლერის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და მიზანი Gროßდეუტსცჰეს ღეიცჰ-ის (გროსდოიჩე რაიხის) ანუ „დიდი გერმანიის" შექმნა იყო. ზაარის მხარის (1935), რაინის ოლქის (1936), ავსტრიისა (1938) და სუდეტის მიწების (1938) მიერთებ
... კითხვის გაგრძელება »
"ჩვენი ცდებით დადგინდა, რომ მსგავს პირობებში ადამიანის გამძლეობა მტრედის გამძლეობის ტოლია. იმ პირობებში, როდესაც მტრედი იღუპება, იღუპება ადამიანიც…ექსპერიმენტები ეწყობოდა ადამიანის ორგანიზმის გაუწყლოვანებაზეც: ამისთივს ადამიანებს დაბალი ტენიანობის ცხელ ოთახში ათავსებდნენ. ტემპერატურის მატებასთან ერთად ადამიანი სულ უფრო და უფრო ოფლიანდებოდა. მას არ ასმევდნენ წყალს, ვიდრე მთლიანად არ გამოშრებოდა და მუმიად არ იქცეოდა. ამის შემდეგ სხეულს აწონიდნენ. ცდების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ორგანიზმში წყალი შეადგენს 78%–ს.
საიმპერატორო საჰაერო ძალების შეკვეთით, ექსპერიმენტები ეწყობოდა დიდ სიმაღლეებზე ადამიანის გამძლეობის ზღვრის დასადგენად. თვითმხილველი მოგვითხრობს: "ვაკუუმის ბაროკამერაში მოათავსებდნენ ადამიანს, საიდანაც ნელ-ნელა ამოტუმბავდნენ ჰაერს. გარეგანი და შინაგანი წნევის განსხვავებულობის გამო, მსხვერპლი თვალებს გადმოკარკლავდა, შემდეგ სახე გაუსივდებოდა, სისხლძარღვები გველის სიმსხო გაუხედებოდა, ხოლო სწორი ნაწლავი ცოცხალი არსებასავით გა
... კითხვის გაგრძელება »
"ჩვენი ცდებით დადგინდა, რომ მსგავს პირობებში ადამიანის გამძლეობა მტრედის გამძლეობის ტოლია. იმ პირობებში, როდესაც მტრედი იღუპება, იღუპება ადამიანიც…მეორე მსოფლიო ომი – ეს ის თემაა, რომელსაც არაერთი მხატვრული თუ სამეცნიერო ნამუშევარი მიეძრვნა. როგორც წესი, წერდნენ გერმანელებზე, რუსებზე, ამერიკელებზე, დასავლეთ ევროპელებზე და ა.შ. უფრო ნაკლები იწერებოდა იაპონიაზე, აგრესორთა მხარის ერთ–ერთ წარმომადგენელზე. უკვე 65 წელი შესრულდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, მაგრამ ამ მოვლენასთან დაკავშირებული ფაქტები დღემდე არ კარგავს საზოგადოების იტერესს. იაპონელი სამხედრო დამნაშავეები, ისევე როგორც გერმანელი ნაცისტები, საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ. მაგრამ, საინტერესოა, რომ გერმანელებისაგან განსხვავებით, მათ სხვადასხვა ქვეყანაში და განსხვავებული მიდგომებით ასამართლებდნენ. ერთი პროცესი ომის დარულებიდან პირველივე წელს ტოკიოში გაიმართა, ხოლო მეორე რუსეთში, ხაბაროვსკში 1949 წელს. ამ ორივე პროცესის ერთ–ერთი შემზარავი საქმე ეხებოდა "სიკვდილის
... კითხვის გაგრძელება »
ესპანური არმადა, იგივე „უძლეველი არმადა" შექმნა ფილიპ მეორემ, მხოლოდ ერთადერთი მიზნით–ინგლისის გასანადგურებლად. 1585 წელს ფილიპ მეორე აცხადებს მზადებას შეტევისთვის, რომელსაც იმ დროისთვის უძლიერესი და უდიდესი საზღვაო ფლოტი შეასრულებდა, ძალა რომელსაც ანალოგი არ ჰყოლია კაცობრიობის ისტორიაში და მას ხალხმა „უძლეველი არმადა" უწოდა. ეს ბრძოლა იყო იმ დრომდე არსებული ყველაზე დიდი საზღვაო შერკინება, რასაც იმ დროისთვის ყველაზე ძლიერი ფლოტის განადგურება მოჰყვა. ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფილიპს რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა, პირველ რიგში ის რომ ესპანეთი კათოლიკური ქვეყანა იყო, ხოლო ინგლისი პროტესტანტული რწმენის წარმომადგენელი, რითაც მთელი კათოლიკური სამყაროს რისხვას იწვევდა, ხოლო მეორე მიზეზი იყო „ახალი მიწა"რომელიც ორივე ქვეყნის მთავარი სასაზრდოო წყარო იყო.
1585 წლისთვის ესპანეთი ერთ–ერთ უძლიერეს ქვეყანად ითვლებოდა დედამიწაზე, რადგანაც 1492 წელს კოლუმბის მიერ აღმოჩენილი ტერიტორიები „ახალ მიწაზე" მთლიანად ესპანეტს ეკუთვნოდა, ის ითვლებოდა
... კითხვის გაგრძელება »
იაპონიაში ფეოდალური საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, პროფესიონალ მეომართა ფენა ჩამოყალიბდა, რომელთაც სამურაები ეწოდათ. სიტყვა "სამურაი” წარმოიშვა იაპონური ზმნისგან – "საბურაუ”, რაც ბატონის მიმართ სამსახურს ნიშნავს. სამურაების ერთადერთი საქმიანობა სამხედრო საქმე იყო, რაც საუკუნეთა განვმალობაში ხელოვნების დონემდე იქნა აყვანილი.
ეს ახალი ძალა გლეხთა შეძლებული ფენიდან წარმოიშვა, რომელიც მიწასთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით, მაათი გარკვეული ნაწილი ფეოდალურ საგვარეულოთა სამსახურში ჩადგა. სამურაების პირველი რაზმები იაპონიაში VIII საუკუნიდან გაჩნდა, რომლებიც ნებაყოფლობით შედიოდნენ სიუზერენის მფარველობაში და სამხედრო სამსახურს ასრულებდნენ, სანაცვლოდ კი საკვებს, საცხოვრებელს, ზოგჯერ მიწის ნადელებსაც იღებდნენ. ამ გზით გამდიდრებული სამურაები შემდეგ თავად ხდებოდნენ გავლენიანი ფეოდალები, რომლებიც სასტიკ ექსპლოატაციას უწევდნენ გლეხებს. მათი პრივილეგიები სულ უფრო მატულობდა და ბოლოს სამურაების დამოუკიდებელ კლასად გამოყოფა მოხდა.
... კითხვის გაგრძელება »
მინდა შემოგთავაზოთ ჩემი სტატია რომის იმპერიის მთავარ საბრძოლო ერთეულზე, ლეგიონზე:
რომაული არმიის სტრუქტურა საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა. მსოფლიო ისტორიის მანძილზე ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრუქტურა. აქ მკაცრი დისციპლინა და წესრიგი სუფევდა. თითოეულ საჯარისო ერთეულს თავის დანიშნულება გააჩნდა და ბრძოლაში ადგილს გეგმის მიხედვით იკავებდა. რომაული არმია ლეგიონებად იყოფოდა. ეს სამხედრო დანაყოფი ყველაზე სრულყოფილი და კარგად ჩამოყალიბებული იყო და განსაზღვრული რაოდენობის და სხვადასხვა სახეობის ჯარებს აერთიანებდა.
რესპუბლიკის საწყის პერიოდში არმიას მარტივი სტრუქტურა ჰქონდა. ჯარისკაცები ცენტურიებად იყვნენ დაყოფილნი. ყოველ ცენტურიაში დაახლოებით 80-100 მეომარი შედიოდა. მოგვიანებით, როცა არმია გაიზარდა, ჯარისკაცები გაცილებით უფრო დიდ სამხედრო ერთეულებად, კოჰორტებად და ლეგიონებად დაიყო. კოჰორტაში 450-500 კაცი შედიოდა, ხოლო ლეგიონში 4500-6000(ერთ ლეგიონში 10 კოჰორტა იყო). ამას გარდა კოჰორტები და ლეგიონები იყოფოდნენ
... კითხვის გაგრძელება »
პირველი ინფორმაციები, სპარსეთის ელიტარული არმიის შესახებ გვხვდება ანტიკურ, ბერძნულ წყაროებში. ჰეროდოტე მათ მოიხსენიებს როგორც "ათიათასს”. ძველ სპარსულ წყაროებში მათ შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება და ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ქონდეს: სპარსელ მემატიანეებს ამის უფლება არ ქონდათ; წყაროები განადგურდა; ან ბერძნებს ზედმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდათ მათზე , რადგან ისინი არასოდეს ნებდებოდნენ, არ იღლებოდნენ და მათი რიგები არასოდეს მცირდებოდა.
”ათიათასი” იგივე ” უკვდავები” წარმოადგენდნენ სპარსეთის არმიის მძიმე ინფანტერიას, რომელთა რიცხვი ყოველთვის 10000 იყო, რადგან ყოველ მოკლულს , მძიმედ დაჭრილს ან ავადმყოფს ენაცვლებოდა ახალი, ჯანსაღი მეომარი, რის გამოც მათი რაოდენობა და სიძლიერე არ მცირდებოდა. ჯარისკაცების შერჩევა ამ ელიტარული დანაყოფისთვის ხდებოდა გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. მებრძოლი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სპარსელი და წარმოშობით უნდა ყოფილიყო სპარსეთის ერთი კონკრეტული პროვინციიდან, სხვებს ამ დანაყოფში მოხვედრის უფლება არ ქონდათ. მშ
... კითხვის გაგრძელება »
მოსახლეობა 22,145 მილიონი. სამხედრო ბიუჯეტი1,6 მილიარდი დოლარი. (2003). რეგულარული არმია 1,082 მილიონი ადამიანი. რეზერვი 4,7 მილიონი ადამიანი. გასამხედროებული ფორმირებები (უშიშროების ქვედანაყოფები) 189 000. კომპლექტაცია: გამოძახებით. სამხედრო სამსახურის ვადა: სახმელეთო ძალები- 5-12 წელი, სამხედრო საჰაერო ძალები – 3-4 წელი, სამხედრო საზღვაო ძალები – 5-10 წელი. სამობილიზაციო რესურსი 6 მილიონი ადამიანი.
,,ბისმარკი”-ეს იყო ფაშისტური გერმანიის სახაზო ხომალდი. სახელი დაერქვა გერმანიის პირველი კანცლერის ოტო ბისმარკის საპატივცემულოდ. თავისი პირველი(და უკანასკნელი) გასვლისას 1941 წლის მაისში ჩაძირა ინგლისური სახაზო კრეისერი,ბრიტანეთის საზღვაო ძალების ფლაგმანი ,,ჰუდი”(ინგ.HMS Hood),3 დღის შემდეგ დაიწყო მასზე ნადირობა და დასრულდა მისი ჩაძირვით…
ბისმარკის კილის(ხერხემალსაც ეძახიან ავტ.) აწყობა დაიწყო ჰამბურგში 1936 წლის 1 ივლისს. ხომალდი წყალში ჩაუშვეს 1939 წლის 14 თებერვალს ,,სიყვარულის დღეს” (არ აკლდათ ფაშისტებს რომანტიკა :kiss: ). წყალში ჩაშვებას თვით ფიურერიც ესწრებოდა,ასევე ბისმარკის შვილიშვილი დოროტეა ფონ ლევენფელდი,რომელმაც ტრადიციულად შამპანურის გატეხვით აღნიშნა ხომალდის ჩაშვება წყალზე. ხომალდის მეთაურად დაინიშნა პირველი რანგის კაპიტანი ერნსტ ლინდემანი.
,,ბისმარკზე” დიდ იმედებს ამყარებდნენ გერმანელები,რადგან იმ დროისათვის მას თავის კლასსში ბადალი არ მოეპოვებოდა. ი
... კითხვის გაგრძელება »